Monday, December 23, 2013

შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსი "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. ბლოგი აქამდეც მქონდა შექმნილი, თუმცა ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩემთვის იყო  პროექტების კეთება ასეთი ფორმით და მერე მისი განთავსება ბლოგში, სადაც მნახველს ეძლევა საშუალება, რომ იხილოს სრულყოფილი სახე განხორციელებული პროექტისა.
მე კი ისღა დამრჩენია, რომ შევუდგე პროექტის განხორციელებას ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
 ინტელის ტრენინგებზე ხდება კეთებით სწავლა, რაც  ხელს უწყობს შესწავლილი საკითხების ღრმად გააზრებასა და მის პრაქტიკულად გამოყენებას. მჯერა, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გადაინაცვლებს თითოეული ჩენგანის საკლასო ოთახში.

მე-6 დღე

ყოველი დღე წინაზე უფრო საინტერესო და შინაარსიანია. დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები; დავხვეწე და სრულვყავი ჩემი პროექტის გეგმა , განვაახლე ბლოგში ინფორმაციიები. 
ჩვენს ტრენერს ყველა შეკითხვაზე პასუხი აქვს, რაც უთუოდ მეტყველებს მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, რისთვისაც კვლავ დიდი მადლობა მას!

Saturday, December 14, 2013

მე-5 დღე-14.12.2013

დღეს შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშები. ვიყავით  მასწავლებლისა და მოსწავლის როლებში. გავაკეთეთ ბლოგში ნავიგაცია.

Sunday, December 8, 2013

პროექტის პრეზენტაცია

მე-4 დღე-8.12.2013


დღევანდელმა დღემაც, ისევე როგორც წინა ტრენინგებმა, საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.
ვისწავლეთ სურათზე საავტორო უფლებების დაცვა.აგრეთვე, embd კოდის აღება  და პრეზენტაციების დადება ბლოგზე.
 მადლობა ტრენერს!

Saturday, December 7, 2013

მე-3 დღე-7.12.2013


დაიწყო კორპორპორაცია "intel"-ის მიერ განხორციელებული ტრენინგების მე-2 ეტაპი-"პროექტებზე დაფუძნებული სწავლება". ორმა მოდულმა, შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერად ჩაიარა.
   ვისწავლეთ ვიუერში მუშაობა, შევქმენით საქაღალდე, ასევე შევქმენით საკუთარი ბლოგები, დავგეგმეთ პროექტები, ვიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე, ავაწყვეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები

ტრენინგები მიმდინარეობს საქმიან და ეფექტურ გარემოში. 
აქამდე ჩემთვის უცნობი იყო viuer-ში მუშაობა. ვფიქრობ, რომ საჭირო და პრაქტიკულად გამოსაყენებელი პროგრამაა, მათთვის, ვინც აქტიურად იყენებს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას. ამ პროგრამაში მუშაობა საშუალებას მომცემს უფრო დეტალურად გავწერო ჩემი პროექტები და ყურადღება გავამახვილო ისეთ  საკითხებზე, რომელსაც აქამდე ნაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევდი.

მადლობა ამისათვის "intels" და ჩვენს საყვარელ მეგის

.