Monday, December 23, 2013

შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსი "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. ბლოგი აქამდეც მქონდა შექმნილი, თუმცა ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩემთვის იყო  პროექტების კეთება ასეთი ფორმით და მერე მისი განთავსება ბლოგში, სადაც მნახველს ეძლევა საშუალება, რომ იხილოს სრულყოფილი სახე განხორციელებული პროექტისა.
მე კი ისღა დამრჩენია, რომ შევუდგე პროექტის განხორციელებას ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
 ინტელის ტრენინგებზე ხდება კეთებით სწავლა, რაც  ხელს უწყობს შესწავლილი საკითხების ღრმად გააზრებასა და მის პრაქტიკულად გამოყენებას. მჯერა, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გადაინაცვლებს თითოეული ჩენგანის საკლასო ოთახში.

No comments:

Post a Comment